გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა გაზის საცავებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს

19:39, 28.08.2022

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს, რაც იმედს აძლევს ქვეყანას, რომ ზამთარში გაზის მწვავე დეფიციტის თავიდან არიდებას შეძლებს.

რობერტ ჰაბეკის თქმით, საცავების 85%-ით შევსებას გერმანია ოქტომბრისთვის ვარაუდობდა, თუმცა ამ მიზანს უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის მიაღწევენ.

როგორც მინისტრი განმარტავს, აგვისტოს თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის მხოლოდ 9.5% იყო რუსეთიდან მიღებული, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოხმარებული აირის 55% რუსულ გაზზე მოდიოდა.

მსგავსი