გერმანიის დელეგაცია ნატო-ში – არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ალიანსთან თავსებადობა გააუმჯობესა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნატო-ში გერმანიის დელეგაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
„ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატო-სთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას“, – ნათქვამია გერმანიის მისიის განცხადებაში.
დელეგაციის „ტვიტერის“ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს უახლოესი და ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან.
„ჩვენ თქვენს პარტნიორობას ვაფასებთ“, – ნათქვამია „ტვიტერის“ გვერდზე, სადაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ფოტოა განთავსებული.
შეგახსნებთ, რომ დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილება მიიღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომაზე, რომელსაც ქართველი და უკრაინელი დიპლომატები დაესწრნენ, შავ ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილებოდა.
The Substantial NATO-Georgia Package has enhanced Georgia’s interoperability with #NATO since 2014. #NATO Foreign Ministers have just endorsed its ‘Refresh’. The German-led MMCC/EMC will lead the new Military Medical Capacity Development initiative. https://t.co/wWIMZf1NSy pic.twitter.com/t043QBr5HD
— Germany at NATO (@GermanyNATO) December 2, 2020