WDR - გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება სურს
WDR - გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება სურს

გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძლიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.

განსაკუთრებულად პრობლემის არსებობას კი ორლინგჰაუზენის ლტოლვილთა სახლში მიუთითებენ.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, იოახიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების კამპანია უკვე წამოიწყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოდან თავშესაფრის მაძლიებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, თუმცა მათ ამ უფლების აღიარების პერსპექტივა არ აქვთ.

გერმანიის მასშტაბით კი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები სწორედ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში შეიქმნა.

ფედერალური მიწის ინტეგრაციის მინისტრს სურს, უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებით, პრობლემატური ქვეყნებიდან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი აღარ ჩავიდეს.