გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში წყალდიდობამ პრობლემები შექმნა

01:20, 15.07.2021

გერმანიაში ციკლონმა წყალდიდობა გამოიწვია.

დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა და მცირე მდინარეების ადიდება გამოიწვია.

საქსონიაში მამაკაცს ეძებენ, რომელიც წყალმა გაიტაცა. ბადენ-ვიურტემბერგში 81 წლის ადამიანი მდინარემ წაიღო. მაშველებმა დიუსელდორფში წყალდიდობაში მოყოლილი მანქანებიდან მძღოლების ევაკუაცია განახორციელეს. ჰაგენში მდებარე ხანდაზმულთა სახლიდან კი, მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

მსგავსი