გერმანიის ჩემპიონატი - XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* ანდრეი კრამარიჩმა 47-ე გოლი გაიტანა „ჰოფენჰაიმში“ და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან გაუსწრო სეიად სალიჰოვიჩს.
* „დორტმუნდს“ 14 მატჩია შინ არ წაუგია (+12=2-0). ის ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელიც საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა
* პაკო ალკასერმა ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა მატჩების ბოლო 15 წუთში.
* „ვერდერი“ 10 მატჩია არ მარცხდება.
* მაქს კრუზეს ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი დაუგროვდა.
* „ვერდერი“ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა. TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან ასეთი სერია მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს.
* „მაინცმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო.
* შეწყდა „ბაიერნის“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.
* ნიკო კოვაჩს ექვსი ცდიდან არასოდეს მოუგია „ფრაიბურგისთვის““ მწვრთნელის რანგში.
* რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 199 გოლი დაუგროვდა.
* „ნიურნბერგმა“ შეწყვიტა 20-მატჩიანი მოუგებელი სერია.
* „ნიურნბერგმა“ შეწყვიტა შინ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია.
* „აუგსბურგი“ სტუმრად ცხრა მატჩია ვერ იგებს.
* „ლაიპციგი“ ზედიზედ ცხრა მატჩია არ მარცხდება.
* იუსუფ პოულსენი პირველი ფეხბურთელია „ლაიპციგის“ ისტორიაში, ვინც ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
* პოულსენი მესამე დანიელი ფეხბურთელია ისტორიაში, ვისაც ბუნდესლიგაში ერთ სეზონში 14 ან მეტი გოლი დაუგროვდა. მანამდე ეს შეძლეს ებე სანდმა და ალან სიმონსენმა.
* “ლაიპციგი” 428 წუთია გოლს არ უშვებს.
* „ჰანოვერმა“ ზედიზედ მეექვსედ წააგო.
* „ჰანოვერს“ ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
* „შალკემ“ შეწყვიტა რვამატჩიანი მოუგებელი და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
* სებასტიან რუდიმ ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა.
* „შალკეს“ დამრიგებელმა ჰუუბ სტევენსმა მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი მოიგო.
* „აინტრახტს“ ზედიზედ ხუთი მოგება აქვს.
* „აინტრახტი“ ბუნდესლიგაში 10 ტურია არ მარცხდება, ყველა ტურნირზე კი 14 მატჩია არ წაუგია.
* „შტუტგარტს“ ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

შედეგები
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი
გოლები: 1:0 ბელფოდილი (10), 1:1 ფოლანდი (17), 2:1 ს. ბენდერი (51-საკ. კარში), 3:1 ბელფოდილი (61), 4:1 კრამარიჩი (79’)

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (90+1), 2:0 პაკო ალკასერი (90+4)

ვერდერი-მაინცი 3:1
გოლები: 1:0 რაშიკა (3), 2:0 კრუზე (36), 2:1 კაისონი (52), 3:1 კრუზე (64)

ფრაიბურგი-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ჰიოლერი (3), 1:1 ლევანდოვსკი (22)

ფორტუნა-გლადბახი 3:1
გოლები: 1:0 ჰენინგსი (6), 2:0 შტიოგერი (12), 3:0 ჰენინგსი (17), 3:1 ზაკარია (83)

ნიურნბერგი-აუგსბურგი 3:0
გოლები: 1:0 იშაკი (52), 2:0 პერეირა (88), 3:0 ლოუენი (90+1)

ლაიპციგი-ჰერტა 5:0
გოლები: 1:0 ფორსბერგი (17), 2:0 პოულსენი (27), 3:0 პოულსენი (56), 4:0 პოულსენი (62), 5:0 ჰაიდარა (64)

ჰანოვერი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 სერდარი (39)

აინტრახტი-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 კოსტიჩი (45), 2:0 კოსტიჩი (64), 3:0 იოვიჩი (84)

სატურნირო მდგომარეობა
1. დორტმუნდი – 63
2. ბაიერნი – 61
3. ლაიპციგი – 52
4. აინტრახტი – 49
5. გლადბახი – 47
6. ვერდერი – 42
7. ლევერკუზენი – 42
8. ვოლფსბურგი – 42

ბომბარდირები
19 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
16 – იოვიჩი (აინტრახტი)
16 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
15 – პოულსენი (ლაიპციგი)
16 – როისი (დორტმუნდი)