გერმანიის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 197-ე გოლი გაიტანა და ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა.
* ლევანდოვსკიმ „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ 17 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
* „ბაიერნმა“ შინ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა.
* „ბაიერნს“ ბოლო 13 მატჩში 12 მოგება აქვს.
* ხამეს როდრიგესმა ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
* „ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ ზედიზედ მე-14 მატჩი მატჩი წააგო „ბაიერნთან“.
* „დორტმუნდს“ ბოლო ცხრა მატჩში ერთი წაგება აქვს.
* „დორტმუნდი“ შინ 13 მატჩია არ აგებს.
* „შალკეს“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* „შალკეს“ 25 ტურში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს 1982-83 წლების სეზონის შემდეგ.
* „დორტმუნდმა“ მეხუთე ტურის შემდეგ პირველად დაკარგა ლიდერობა.
* „ლაიპციგი“ შვიდი მატჩია არ აგებს.
* „ლაიპციგს“ საუკეთესო დაცვა ჰყავს ჩემპიონატში. გუნდის მეკარეს გულაშის სეზონში 12 “მშრალი” მატჩი დაუგროვდა.
* „ნიურნბერგი“ 19 ტურია ვერ იგებს.
* „ნიურნბერგს“ 18 მატჩია სტუმრად არ მოუგია.

შედეგები
ვერდერი-შალკე 4:2
გოლები: 0:1 ემბოლო (26), 1:1 რაშიკა (31), 2:1 კრუზე (51-პენ), 3:1 რაშიკა (73), 3:2 ემბოლო (85), 4:2 ჰარნიკი (90+4)

ბაიერნი-ვოლფსბურგი 6:0
გოლები: 1:0 გნაბრი (34), 2:0 ლევანდოვსკი (37), 3:0 ხამეს როდრიგესი (52), 4:0 მიულერი (76), 5:0 კიმიხი (82), 6:0 ლევანდოვსკი (85)

დორტმუნდი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 როისი (62-პენ), 1:1 კემპფი (71), 2:1 პაკო ალკასერი (84), 3:1 პულიშიჩი (90+2)

ლაიპციგი-აუგსბურგი 0:0

ფრაიბურგი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 პეტერსენი (27), 1:1 იბიშევიჩი (76), 2:1 იბიშევიჩი (80-საკ. კარში)

მაინცი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 ელვედი (63)

ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (25-პენ), 1:1 ბერენსი (61), 2:1 კრამარიჩი (78)

ჰანოვერი-ლევერკუზენი 2:3
გოლები: 0:1 ფოლანდი (13), 0:2 ფოლანდი (28), 1:2 ჟონათასი (51), 2:2 ვაიზერი (73-საკ. კარში), 2:3 ჰაფერცი (87)

ფორტუნა-აინტრახტი ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიერნი – 57 ქულა
2. დორტმუნდი – 57
3. ლაიპციგი – 46
4. გლადბახი – 46
5. ლევერკუზენი – 42
6. აინტრახტი – 40
7. ვოლფსბურგი – 39
8. ჰოფენჰაიმი – 37

ბომბარდირები
17 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
15 – იოვიჩი (აინტრახტი)
14 – როისი (დორტმუნდი)
14 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)