გერმანიის ჩემპიონატი - XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „ბაიერნის“ შვიდმატჩიანი მოგებათა სერია და რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
* „ბაიერნმა“ 10 ნოემბერის შემდეგ, სტუმრად პირველად წააგო.
* ბეილიმ ბუნდესლიგაში 16-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. იამაიკელმა 2018 წლის 1 სექტემბერის შემდეგ პირველად გაიტანა.
* გორეტცკა ოთხი გოლით 2019 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
* დავიდ ალაბამ 328-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნში“, რითაც ყველა დროის სიაში ული ჰიონესს გაუთანაბრდა.
* შეწყდა „დორტმუნდის“ სამმატჩიანი მოგებათა სერია.
* როისმა ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. მას არასოდეს ჰქონია პირველ 20 ტურში 13 გოლი.
* „ჰანოვერმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო.
* „ჰანოვერი“ ცხრა ტურია ვერ იგებს. გუნდმა ამ ცხრა მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა.
* „ჰანოვერს“ შინ ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული და არც ერთში გოლი არ გაუტანია.
* „ჰოფენჰაიმი“ შინ ხუთი მატჩია ვერ იგებს.
* „ვოლფსბურგმა“ „ჰერტასთან“ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* „ნიურნბერგმა“ ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
* „ნიურნბერგი“ 14 ტურია ვერ იგებს.
* „ნიურნბერგს“ შინ რვა მატჩია არ მოუგია.
* „ვერდერი“ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც გოლი ყველა მატჩში გაიტანა.
* 20 ტურის შემდეგ 22 ქულა, ბოლო 20 წლის განმავლობაში „შალკეს“ ყველაზე ცუდი შედეგია.
* „აუგსბურგმა“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* ფინბოგასონმა ამ სეზონში მეორე ჰედ-თრიკი შეასრულა.

შედეგები:

ჰანოვერი-ლაიპციგი 0:3
გოლები: 0:1 ჰალშენბერგი (45+4-პენ), 0:2 ორბანი (64), 0:3 ორბანი (85)

ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (16-პენ), 1:1 ჰენინგსი (47)

ლევერკუზენი-ბაიერნი 3:1
გოლები: 0:1 გორეტცკა (41), 1:1 ბეილი (53), 2:1 ფოლანდი (63), 3:1 ალარიო (88)

აინტრახტი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)

ჰერტა-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ვეგჰორსტი (65)

ნიურნბერგი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (64) 1:1 იშაკი (87)

შალკე-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 კრამერი (85), 0:2 ნოიჰაუსი (90+1)

აუგსბურგი-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (8-პენ), 2:0 ფინბოგასონი (34-პენ), 3:0 ფინბოგასონი (54)

შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 0:1 ჰაბერერი (4), 1:1 ინსუა (75), 2:1 დიდავი (83), 2:2 ნიდერლეხნერი (90+4)

სატურნირო მდგომარეობა
1. დორტმუნდი – 49 ქულა
2. გლადბახი – 42
3. ბაიერნი – 42
4. ლაიპციგი – 37
5. აინტრახტი – 32
6. ვოლფსბურგი – 31
7. ლევერკუზენი – 30
8. ჰოფენჰაიმი – 29

ბომბარდირები
14 – იოვიჩი (აინტრახტი)
13 – როისი (დორტმუნდი)
12 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
12 – ლევანდოვსკი (ბაიერნი).