გერმანიის ჩემპიონატი. XVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი. XVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

– მე-18 ტურში შვიდმა სტუმარმა მოიგო, რაც ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.
– „ბაიერნმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.
გორეტცკამ კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი ბუნდესლიგის მატჩში.
– ნილს პეტერსენმა 38-ე გოლი გაიტანა „ფრაიბურგის“ შემადგენლობაში და ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ჰალერი რვა შედეგიანი პასით ჩემპიონატის ლიდერია.
– „აუგსბურგი“ ცხრა ტურია ვერ იგებს. გუნდს ასეთი სერია ბუნდესლიგაში არასოდეს ჰქონია.
– „ფორტუნამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
– „ჰანოვერმა“ შინ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და ვერც ერთში გოლი ვერ გაიტანა.
– „ნიურნბერგს“ 12 მატჩია არ მოუგია.
– „ნიურნბერგმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო.

შედეგები

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 გორეტცკა (34), 0:2 გორეტცკა (45+1), 1:2 შულცი (59), 1:3 ლევანდოვსკი (87)

ლევერკუზენი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 პლეა (38)

შტუტგარტი-მაინცი 2:3
გოლები: 0:1 ასკასიბარი (22-საკ. კარში), 0:2 მატეტა (28), 0:3 ჰაკი (72), 1:3 გონსალესი (83), 2:3 კემპფი (85)

აინტრახტი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 ჰალერი (36), 2:0 რებიჩი (40), 3:0 იოვიჩი (45), 3:1 პეტერსენი (69)

აუგსბურგი-ფორტუნა 1:2
გოლები: 0:1 დუკში (45), 1:1 შმიდი (64), 1:2 რამანი (89)

ჰანოვერი-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 რაშიკა (33)

ლაიპციგი-დორტმუნდი 0:1
გოლი: 0:1 ვიტცელი (19)

ნიურნბერგი-ჰერტა 1:3
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (15), 1:1 ბერენსი (42), 1:2 დუდა (50), 1:3 დუდა (70)

შალკე-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 1:0 კალიჯური (8-პენ), 1:1 რექსჰბეკაი (20), 2:1 კალიჯური (78)

სატურნირო მდგომარეობა

1. დორტმუნდი – 45 ქულა
2. ბაიერნი – 39
3. გლადბახი – 36
4. ლაიპციგი – 31
5. აინტრახტი -30
6. ვოლფსბურგი – 28

ბომბარდირები

13 – იოვიჩი (აინტრახტი)
12 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
11 – როისი (დორტმუნდი)
11 – ვერნერი (ლაიპციგი)
11 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)