გერმანიის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

09:27, 16.09.2019

ფაქტები

* პაკო ალკასერმა ამ სეზონში ყველა მატჩში გაიტანა გოლი – საკლუბო და სანაკრებო დონეზე. სულ რვა მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლია, აქედან ხუთი – ბუნდესლიგაში.

* ჯეიდონ სანჩო ოთხი შედეგიანი პასით ბუნდესლიგის ლიდერია. 2018-19 წლების სეზონიდან მოყოლებული, ინგლისელს 18 საგოლე გადაცემაა და ის პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით TOP5 ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის.

* მარკო როისმა “დორტმუნდის” რიგებში მე-100 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში.

* “დორტმუნდმა” ამ სეზონში პირველად გახსნა ანგარიში.

* “ჰერტამ” ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

* “აინტრახტმა” ბუნდესლიგაში 1700-ე მატჩი ჩაატარა. ის მერვე კლუბის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

* “უნიონის” ფეხბურთელმა ანდერსონმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

* რობერტ ლევანდოვსკის “ლაიპციგის” წინააღმდეგ ცხრა მატჩში შვიდი გოლი აქვს.

* “ფრაიბურგმა” პირველ ოთხ ტურში 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

* “პადერბორნმა” ამ სეზონში ოთხივე მატჩში გაიტანა გოლი პირველ 15 წუთში.

* “შალკემ” მე-1000 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში გასვლით მატჩებში.

შედეგები

ფორტუნა-ვოლფსბურგი 1:1

გოლები: 1:0 გისელმანი (16), 1:1 ვეგჰორსტი (29)

დორტმუნდი-ლევერკუზენი 4:0

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (28), 2:0 როისი (50), 3:0 რაფაელ გერეირო (83′), 4:0 როისი (90)

მაინცი-ჰერტა 2:1

გოლები: 1:0 კიასონი (40), 1:1 გრუიჩი (83), 2:1 სენტ ჟუსტი (88)

აუგსბურგი-აინტრახტი 2:1

გოლები: 1:0 რიხტერი (35), 2:0 ნიდერლეხნერი (43), 2:1 პასიენსია (73)

კიოლნი-გლადბახი 0:1

გოლი: 0:1 პლეა (14)

უნიონი-ვერდერი 1:2

გოლები: 0:1 კლაასენი (5-პენ), 1:1 ანდერსონი (14-პენ), 1:2 ფიულკრუგი (56)

ლაიპციგი-ბაიერნი 1:1

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (3), 1:1 ფორსბერგი (45-პენ)

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 0:3

გოლები: 0:1 გიუნტერი (11), 0:2 ჰაბერერი (38′), 0:3 პეტერსენი (59)

პადერბორნი-შალკე 1:5

გოლები: 1:0 კაული (8), 1:1 სანე (33), 1:2 სერდარი (49), 1:3 ჰარითი (71), 1:4 ქუთუჩუ (83), 1:5 ჰარითი (85)

სატურნირო მდგომარეობა

1. ლაიპციგი – 10 ქულა

2. დორტმუნდი – 9

3. ფრაიბურგი – 9

4. ბაიერნი – 8

5. ვოლფსბურგი – 8

6. შალკე – 7

7. გლადბახი – 7

8. ლევერკუზენი – 7

ბომბარდირები

7 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

5 – ვერნერი (ლაიპციგი)

5 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)

მსგავსი