გერმანიის ბუნდესტაგმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ინიციატივა ჩააგდო.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მოსკოვისთვის შეზღუდვების გაუქმებას პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „მემარცხენე პარტია“ ითხოვდნენ. ორივე პარტია წარმოდგენილ ინიციატივაში ამტკიცებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არაეფექტურია.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები გერმანიის მთავრობას რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გააღრმავებისკენ და სავიზო შეზღუდვების შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი ასევე გამოვიდნენ ინიციტივით, რომ გერმანიის მთავრობამ ევროპაში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე დიალოგი ეუთო-ს ფარგლებში დაიწყოს.

ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობამ ოპოზიციის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.