გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას კოვიდგადატანილი ან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ
გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას კოვიდგადატანილი ან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას კოვიდგადატანილი ან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, მთავრობა იმ პირებისთვის, ვისაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა ან ვირუსისგან განიკურნა, კომენდანტის საათის, სოციალურ კონტაქტებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს.

ასევე, აღნიშნული პირებისთვის არ იქნება სავალდებულო კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება იმ დაწესებულებებში ვიზიტისას, სადაც ასეთი მოთხოვნა არსებობს.

ამასთან, აცრილი და კოვიდგადატანილი პირები არ თავისუფლდებიან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან.

ბუნდესტაგის დამტკიცების შემდეგ, ახალი წესები უნდა დაამტკიცოს ბუნდესტაგმა – გერმანიის ფედერალური მიწების წარმომადგენლობამ, სადაც კენჭისყრა 7 მაისს არის დაგეგმილი. ამგვარად, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ახალი წესები შესაძლოა, 9 მაისიდან ამოქმედდეს.