გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა, ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს
ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა დღეს თბილისში ვიზიტისას.
როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის პირველ ნახევარში გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
„შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში. ქალბატონმა გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.