გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე არალეგალური დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს
გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე არალეგალური დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს

ევროპის ქვეყნებმა ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე არალეგალური დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, შეაჩეროს ჰარ-ჰომას რაიონში დასახლებების მშენებლობა და შეწყვიტოს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე გაფართოების პოლიტიკის განხორციელება.

მინისტრთა განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სამართლით დასახლებების მშენებლობა იკრძალება და საფრთხეს უქმნის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებს.

ისრაელის რაიონულმა კომიტეტმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ჰარ-ჰომას რაიონში 540 ერთეული დასახლებული პუნქტის მშენებლობის ნებართვა გასცა.