გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრი დრონების კვლევით ცენტრს გახსნის
გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ კოხშტედში დრონების კვლევით ცენტრს გახსნის, რომელიც შეისწავლის ახალ ტექნოლოგიებს დრონების გამოყენებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათ რეალურ პირობებში გამოცდის.
„უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში შეიარაღების რბოლა მოითხოვს სპეციალურ კვლევით ცენტრებს, რათა არ ჩამოვრჩეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს ასაფეთქებლით აღჭურვილი, სავარაუდოდ, რუსული დრონი აღმოაჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მრავალი კვლევა და დაკვირვებაა საჭირო, რათა განისაზღვროს, რა ესაჭიროება გერმანიას დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ახალი კვლევითი ცენტრი სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.