გერმანიაში ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები დაიჭირეს
გერმანიაში ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები დაიჭირეს

გერმანიაში ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები დაიჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინციდენტი დასავლეთ გერმანიაში, ბელგიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ლუნებახეში მოხდა. შტორმისა და წყალდიდობის შედეგად ადგილობრივ ზოოპარკში ვოლიერები დაზიანდა, რის შედეგადაც მტაცებელმა ცხოველებმა გაქცევა შეძლეს.

გაქცეულ ცხოველებს შორის ორი ლომი, ორი ვეფხვი და ერთი იაგუარი იყო. ყველა მათგანი დაჭერილია. გაქცევა შეძლო ასევე დათვმა, თუმცა ის ვოლიერის მახლობლად მოკლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მტაცებლები უკვე მოთავსებული არიან უსაფრთხო ადგილას. ამჟამად მიმდინარეობს ვოლიერების შემოწმება.