გერმანიაში წყალდიდობის გამო, სტიქიის ადგილებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
გერმანიაში წყალდიდობის გამო, სტიქიის ადგილებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გერმანიაში წყალდიდობის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის რეგიონებში სტიქია რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

თიურინგიის მიწაზე, სოფელ ვინდენჰაუზენიდან 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სოფელში ჩასვლა აკრძალულია.

წყალდიდობას ებრძვიან ასევე საქსონია-ანჰალტასა და ქვედა საქსონიაშიც. რამდენიმე დასახლებაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა სახლების პირველი სართულები. მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

წყალდიდობის გამო, ჩრდილოეთ-ვესტფალიის მიწაზე რამდენიმე დამბის გარღვევის საფრთხე არსებობს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ გერმანიის რეგიონებში წყალდიდობის საფრთხე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.