გერმანიაში, ვარენდორფისა და გუტერსლოუს რაიონებში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოცხადდა
გერმანიაში, ვარენდორფისა და გუტერსლოუს რაიონებში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოცხადდა

გერმანიაში, ვარენდორფის ტერიტორიაზე, სადაც 278 000 მოსახლე ცხოვრობს, საყოველთაო კარანტინი ხელახლა დააწესეს. ქვეყანაში რამდენიმე საათის წინ საყოველთაო კარანტინი, გიუტერსლოუს რაიონშიც აღადგინეს.

გერმანიის გუტერსლოუს რაიონში კარანტინის ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გუტერსლოუს ხორცსაწარმოში „კოვიდ-19“ 1 500 თანამშრომელს დაუდასტურდა.