გერმანიაში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები გერმანიის კანცლერს ხვდებიან
გერმანიაში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები გერმანიის კანცლერს ხვდებიან

გერმანიის ქალაქ ახენში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები  გერმანიის კანცლერს ხვდებიან. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ურაინული მედიის ინფორმაციით, ახენში პირველი პოროშენკო ჩავიდა. გავრცელებული ცნობით, ლიდერების საუბრის მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობაა, ასევე მინსკის შეთანხმების შესრულება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს კარლ დიდის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.