დასავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ბოხუმში უცნობმა მამაკაცმა ავტოგასამართ სადგურზე მძევალი აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Spiegel Online ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მამაკაცი შეიარაღებულია. მას მძევლად ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელი ქალი ჰყავს აყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების ძალები. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ამჟამად სამართალდამცველები თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პოლიცია ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.
ვარაუდობენ, რომ მამაკაცი პირადი მოტივებით მოქმედებს. მისი მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია.