გერმანიაში ტყის ხანძარს ებრძვიან [ფოტო/ვიდეო]

გერმანიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი სახანძრო სამსახურსა და პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

სტიქია ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე მძვინვარებს. გამოცემის ცნობით, სტიქიის კერებს შორის ერთ-ერთი ავტომაგისტრალ A9-სთანაა, რომელიც ქალაქ პოსტდამსა და ლაიფციგს აკავშირებს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, გზატკეცილი გადაიკეტა. მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფელ ფიხდენვალდის მცხოვრებლები კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა და შესაბამისად, მომზადებისკენ მოუწოდა.

საერთო ჯამში ტყის ხანძარმა უკვე 130-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. გამოცემაში აღნიშნულია, რომ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეხანძრეებს რეგიონში არსებული მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.