გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

13:44, 22.08.2018

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. გერმანიის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული, სახელად მაგომედ-ალი 31 წლისაა და მისი დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გაიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

გერმანიის პროკურატურაში ამბობენ, რომ დაკავებული ეჭვმიტანილია სახელმწიფოს წინაშე მძიმე დანაშაულის დაგეგმვასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით დანაშაულის მომზადებაში.

მსგავსი