გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით, ერაყის მოქალაქეები დააკავეს
ტერაქტის მომზადების ბრალდებით, გერმანიის პოლიციამ ერაყის სამი მოქალაქე დააკავა.
„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილები რადიკალური ისლამისტური მოტივაციით მოქმედებდნენ.
ეჭვმიტანილებმა თავდასხმის განხორციელება 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტეს.
გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს თავდასხმის სპეციფიკური სამიზნე ჯერ განსაზღვრული არ ჰქონდათ. ერაყელების დაკავება ჩრდილოეთის მხარე შლეზვიგ-ჰოლშტაინში მოხდა.