გერმანიაში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ათი ისლამისტი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ათი ისლამისტი დააკავეს

გერმანიაში ათი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერაქტების მომზადებაში. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

ეჭვმიტანილები ფრანკფურტში პოლიციის რეიდის ფარგლებში დააკავეს. რეიდში 200 პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა. დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. მთავარი ეჭვმიტანილი 21 წლისაა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გეგმავდნენ ტერაქტების მოწყობას.

რეიდის დროს პოლიციამ 20 ათასი ევრო, რამდენიმე დანა, ნარკოტიკული საშუალებები და დოკუმენტები ამოიღო.