გერმანიაში სირიის დაზვერვის ორი ყოფილი ოფიცერი დააკავეს
გერმანიაში სირიის დაზვერვის ორი ყოფილი ოფიცერი დააკავეს

გერმანიაში სირიის დაზვერვის ორი ყოფილი ოფიცერი დააკავეს. მათ ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედებათ. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მონაწილეობდა ბაშარ ასადის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ათასობით მოქალაქის წამებაში.

დაკავებული პირები გერმანიაში 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დაწყებამდე ჩავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.

ერთ-ერთი დაკავებული ანვარ რ. სავარაუდოდ სირიის დაზვერვის საიდუმლო საპატიმროს ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სადაც 2011 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში 2000-ზე მეტი ადამიანი აწამეს.

დაპატიმრებულია ამავე ციხეში მომუშავე ოფიცერიც, რომელსაც ასევე ადანაშაულებენ პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

ამავე საქმის კიდევ ერთ ფიგურანტი აიყვანეს საფრანგეთშიც.