გერმანიაში სინაგოგაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთეს, დაკავებულია ოთხი პირი
გერმანიაში სინაგოგაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთეს, დაკავებულია ოთხი პირი

გერმანიაში პოლიციამ სინაგოგაზე ისლამისტური თავდასხმის შესაძლო მზადების გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დაკავებულთა შორის არის 16 წლის მოზარდი.

როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფაიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ როილმა განაცხადა, ხელისუფლებამ მიიღო ძალიან სერიოზული და კონკრეტული ინფორმაცია, რომ ებრაულ დღესასწაულის იომ-ქიფურის დროს ქალაქ ჰაგენის სინაგოგაზე თავდასხმა იგეგმებოდა.

გუშინ სამართალდამცველებმა სინაგოგასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბოლო წლებში გერმანიაში ანტისემიტური ძალადობის შემთხვევების რაოდებობა გაიზარდა. 2019 წელს შეიარაღებული მემარჯვენე ექსტრემისტი ქალაქ ჰალეს სინაგოგას დაესხა თავს და ორი გამვლელი მოკლა. თავდამსხმელი ამჟამად სამუდამო პატიმრობაში იმყოფება.