გერმანიაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის ორი მგზავრი მძევლად აიყვანა
გერმანიაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის ორი მგზავრი მძევლად აიყვანა

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის ორი მგზავრი აიყვანა მძევლად.

ინციდენტი ბავარიის რეგიონში, ნიურნბერგთან მოხდა. მძევლად აყვანილი იყო ტურისტული ავტობუსის ორი მგზავრი, დანარჩენმა მგზავრებმა გაქცევა მოახერხეს. ავტომაგისტრალი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი.

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამჯერ გაისმა აფეთქების ხმა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სპეცრაზმმა ეჭვმიტანილი დააკავა და მძევლები გაათავისუფლა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.