გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ქალაქებში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები არიან გაფიცული. ასევე, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კლიმატის დამცველთა საყოველთაო აქციები.

გერმანიის დიდ ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული.

გაფიცვა პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რაშიც გულისხმობენ სამუშაო საათების შემცირებას და ხელფასის შენარჩუნებას. ისინი ასევე შვებულების დღეების გაზრდას ითხოვენ.