გერმანიაში სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა
გერმანიაში სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა

გერმანიის სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაწყებითი კლასების მასწავლებელს სასამართლოში გასაჩივრებული ჰქონდა კანონი, რომელიც ბერლინში სახელმწიფო მოხელეებს სამსახურში, რელიგიური სიმბოლიკის მქონე ტანსაცმლით სიარულს უკრძალავს. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი გერმანიის კონსტიტუციას შეესაბამება.

გერმანიის თექვსმეტივე მიწაზე ადგილობრივი ხელისუფლება თავად განსაზღვრავს, მისცეს თუ არა მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარულის უფლება.

გერმანიის მთელ ტერიტორიაზე კანონით აკრძალულია ფარანჯის ტარება, თუმცა ჰიჯაბთან დაკავშირებით, რომელიც მთელ სახეს არ ფარავს, რეგიონულ ხელისუფლებებს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ.