გერმანიაში საქსონიისა და ბრანდენბურგის ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები იმართება
გერმანიაში საქსონიისა და ბრანდენბურგის ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები იმართება

გერმანიაში საქსონიისა და ბრანდენბურგის ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები იმართება.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ხუთ მილიონ ამომრჩეველს აქვს. ბრანდენბურგში არჩევნებში 11 პარტია მონაწილეობს. ხოლო საქსონიაში გამარჯვებისთვის 19 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის.

გამოკითხვების მიხედვით, ბრანდენბურგში სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“. რაც შეეხება საქსონიას, იქ პირველ ადგილზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაა, ხოლო მეორეზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები ღამით გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი