გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

14:36, 23.07.2026

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის შეცვლა და გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაეცა ხელს შეუწყობს ურთიერთობათა გადატვირთვას.

მსგავსი