გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათისთვის დაიხურება. ამის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლის მონაცემები.

არჩევნებში შვიდი პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ხმათა 25%-ით ლიდერობს მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია, მას ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირი მოსდევს 22%-ით.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 60.4 მილიონამდე ადამიანს აქვს. ამ არჩევნებით ანგელა მერკელის კანცლერობის 16-წლიანი პერიოდი დასრულდება.

დატოვე კომენტარი