გერმანიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს ავტომობილს შეეჯახა
გერმანიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს ავტომობილს შეეჯახა

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი ქალაქ შონგაუს სიახლოვეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, სარკინიგზო გადასასვლელი მაინც გადაკვეთა.

შეჯახების შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავდა მატარებლის მემანქანე და კიდევ ხუთი მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინციდენტის დროს მატარებლით 44 ადამიანი მგზავრობდა.