გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც გერმანული მედია წერს, დღეს ჰამბურგის აეროპორტიდან დაგეგმილი 123 ფრენა გაუქმდება. უამრავი რეისი ჰამბურგში დაგვიანებით შესრულდა.

ამასთან, გაფიცვის გამო მგზავრები, რომელთაც რეისი 14 მარტს აქვთ ჩანიშნული, რეისებზე დარეგისტრირებას დღეს ვერ შეძლებენ. ჰამბურგის აეროპორტის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მგზავრებს, არ მივიდნენ იმ აეროპორტებში, სადაც გაფიცვაა გამოცხადებული.

პროფკავშირების ცნობით, სულ ჰამბურგის აეროპორტში გაფიცულია 2000 თანამშრომელი. გაფიცვის შედეგები ათასობით მგზავრს შეეხება.

გამაფრთხილებელ გაფიცვას დღეს ასევე ჩაატარებენ ბერლინისა და ჰანოვერის აეროპორტის თანამშრომლებიც.

გაფიცვის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 10,5%-ით მატებაა. აეროპორტების ხელმძღვანელობა თანახმაა, ანაზღაურება პირველ ეტაპზე მხოლოდ 5%-ით გაზარდოს.

მხარეების მოლაპარაკებები 27-29 მარტს გაიმართება.