გერმანიაში ქართულ გუნდს, „ჯორჯია მიუნხენს“ ჯაბა ლიპარტია გაწვრთნის #1TVSPORT
გერმანიაში მოქმედი ქართული საფეხბურთო კლუბის, „ჯორჯია მიუნხენის“ მთვარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია გახდა – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
„ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა ლიპარტია იქნება. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ჯაბას მისი კარიერის ახალ ეტაპზე. გვჯერა, რომ ერთად წინ ბევრი გამარჯვება და ტიტულები გველის“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
ჯაბა ლიპარტიამ კარიერის დიდი ნაწილი უკრაინის პრემიერლიგის „ზორიაში“ გაატარა, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ფეიენორდიისა“ და „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ.
სამწვთნელო კარიერა 4 წლის წინ დაიწყო. ჯაბას უეფა-ს A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აქვს. ბოლო წლებში ჯაბა „ზორიაში“ გამორჩეული ნიდერლანდელი სპეციალისტის, პატრიკ ვან ლეუვენის დამხმარე მწვრთნელი იყო.
„ჯორჯია მიუნხენი“ პირველი ოფიციალური ქართული საფეხბურთო კლუბია საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც ქართველი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და გერმანიაში, ბავარიის რეგიონულ ლიგაში თამაშობს.