გერმანიაში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა

14:14, 30.03.2019

გერმანიაში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას დიუსელდორფში გეგმავდნენ. პოლიციამ სპეცოპერაცია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩაატარა.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა. სხვა დაკავებულების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი