გერმანიის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
გერმანიის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

გერმანიის ყველა რეგიონში პირბადეების ტარება ამიერიდან ყველა მოქალაქეს მოეთხოვება.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გერმანიის მასშტაბით სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოქალაქეს მოეთხოვება, პირბადე მაღაზიებშიც გამოიყენოს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გასულ კვირას მთელ გერმანიას აღნიშნული ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რათა შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ არ გაიზარდოს.

გერმანიაში ამჟამად კოვიდ19-ის 145 694 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 4 879 გარდაცვლილია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.