გერმანიაში ოსამა ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრი დააკავეს

19:43, 25.06.2018

გერმანიის ქალაქ ბოხუმში ტერორისტული დაჯგფების, „ალყაიდას“ ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ყოფილი დაცვის წევრი, სამი ა. დააკავეს. როგორც ჟურნალი Bild-ი წერს, ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტის მცველის დაკავება გერმანიიდან დეპორტაციის მიზნით მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის ფედერალური მიგრაციული სამსახური 2006 წლიდან უშედეგოდ ცდილობდა ტუნისის მოქალაქის სამი ა.-ს დეპორტაციას. ის 1997 წლიდან ბოხუმში ცხოვრობს და ცნობილია, როგორც რადიკალი ისლამისტი.

სამი ა. გერმანიაში პოტენციურად საშიში პირების სიაშია შეყვანილი. 2005 წელს მას თავშესაფრის მინიჭებაზე ოფიციალურად უთხრეს უარი, თუმცა 2017 წელს ჩრდილოეთ-რაინი-ვესტფალიის სასამართლომ მისი ექსტრადირების პროცედურა იმ მიზეზით შეაჩერა, რომ მამკაცი სამშობლოში შესაძლოა, წამების მსხვერპლი გამხდარიყო.

ბოხუმში ოსამა ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრის დაკავების შემდეგ მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

მსგავსი