გერმანიაში მწერალ გურამ მეგრელიშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა
გერმანიაში მწერალ გურამ მეგრელიშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა

გერმანიის ქალაქ პოტსდამში, Hans Otto Theater-ში მწერალ გურამ მეგრელიშვილის პიესის „Y ქრომოსომა“ მიხედვით გერმანულ ენაზე სპექტაკლი დაიდგა.

პიესა გერმანულად STAGE EUROPE NETWORK-ის ლიტერატურული პროექტის ფარგლებში ითარგმნა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სულ 10 მწერალი შეარჩიეს. მათ შორის მოხვდა გურამ მეგრელიშვილიც.

პიესა „Y ქრომოსომა“ პატრიარქალური საზოგადოების მანკიერებას ასახავს, სადაც მამები გოგო შვილის ყოლაზე უარს აცხადებენ. მოქმედება გამოგონილ დროსა და სივრცეში ვითარდება.

აღნიშნული პიესისთვის გურამ მეგრელიშვილმა 2011 წელს გაერო-ს ქალთა ფონდის სპეციალური პრიზიც მიიღო.