გერმანიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გარდაიცვალა

19:56, 08.01.2020

გერმანიაში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჰანს ტილკოვსკი. ეს მეკარე თავის დროზე „ვესტფალიაში”, „აინტრახტსა” და „დორტმუნდში” თამაშობდა.

მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში გაიმართა, ტილკოვსკიმ გაუშვა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გოლი. გერმანიისა და ინგლისის ნაკრებთა ფინალის დამატებით დროში ჯეფ ჰერსტის დარტყმა ზედა ძელს მოხვდა და ძირს დაეცა. მსაჯმა მიიჩნია, რომ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი და ასე დაფიქსირდა ინგლისელთა მესამე გოლი. საბოლოოდ, ინგლისმა 4:2 მოიგო.

ჰერსტმა ტილკოვსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. „ძალიან სამწუხარო იყო ამ ამბის გაგება, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჰერსტმა. – შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი. სასიამოვნო იყო მთელი ამ წლების განმავლობაში მასთან შეხვედრა”.

მსგავსი