გერმანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველ აპრილს კორონავირუსზე ისტორიების გამოგონებისგან თავი შეიკავონ
გერმანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველ აპრილს კორონავირუსზე ისტორიების გამოგონებისგან თავი შეიკავონ

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, პირველ აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით არ იხუმრონ, რადგან ვირუსი არ არის სახუმარო.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა მოსახლეობას სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ პირველ აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორიების გამოგონებისგან.

გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 71 800 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 775.