გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა
გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

გერმანიაში დღეიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ქვეყნის მაშტაბით დაიხურა სკოლები. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. გერმანიის ხელისუფლებამ კომპანიებს მოუწოდა, დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

„ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ზომები მცირედით შემსუბუქდება შობის დღესასწაულზე, ერთ ოჯახს ოთხი ახლო მეგობრის მიღება შეეძლება. შეზღუდვები 10 იანვრამდე იქნება ძალაში.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლოთერ უილერი აცხადებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია და კვლავ იზრდება. რაც უფრო გართულდება მდგომარეობა, მით უფრო გართულდება მისი მართვა“, – აცხადებს უილერი.