გერმანიაში მკაცრი კარანტინი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდება
გერმანიაში მკაცრი კარანტინი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რეგიონული პრემიერ-მინისტრები მკაცრი კარანტინის 14 თებერვლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხდნენ.

„ახლა დროა, მივმართოთ პრევენციულ ზომებს ვირუსის საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა გერმანიის 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

ქვეყანაში მოქმედი კარანტინის ვადა 31 იანვარს იწურებოდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ბოლო დღეებში გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებადია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაზე დატვირთვა შედარებით შემსუბუქდა, თუმცა ვირუსოლოგები შეშფოთებულები არიან „კოვიდ-19“-ის ახალი უფრო მეტად გადამდები ვარიანტის შესაძლო გავრცელების გამო.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსი 11 369 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 989 ინფიცირებული.