გერმანიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა

23:52, 14.08.2026

გერმანიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

გერმანული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულია ოთხი მაშველი და ერთი ადგილობრივი.

ჰიურტგენვალდის ზონაში, რომელიც ბელგიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, სტიქიის გამო ორი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარი 200 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესში გერმანელი სამხედროები ვერტმფრენებით ჩაერთნენ.

გერმანული მედიის შეფასებით, ეს არის ბოლო დროს ყველაზე მასშტაბური ხანძარი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე.

კიოლნის პოლიცია ჰიურტგენვალდში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

მსგავსი