გერმანიაში მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გეგმავენ
გერმანიაში მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გეგმავენ

პროკურორები გერმანიაში აცხადებენ, რომ მარკ ცუკერბერგისა და Facebook-ის სხვა მენეჯერების წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიების დაწყებას არ გეგმავენ. საქმე სიძულვილის ენისა და აჯანყების მოწოდებების გავრცელების შესახებ რამდენიმე წლის წინ დაწყებულ გამოძიებას ეხება.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა პროკურორებთან ერთად 2016 წელს მიუნხენში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, Facebook-ის ადმინისტრაციისგან სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლას ითხოვდნენ.

გერმანიის იუსტიციის მინისტრს წარდგენილი ჰქონდა დაახლოებით 440 პოსტი, რომლებიც მიუღებელი შინაარსის იყო და სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ერთი წლის შემდეგაც არ ჰქონდა წაშლილი. მისი საჩივრის ადრესატები კი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და კიდევ ცხრა სხვა მენეჯერი იყო.