გერმანიაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამსვლელი მოქალაქეების „კოვიდ-19“-ზე ტესტირება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
გერმანიაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამსვლელი მოქალაქეების „კოვიდ-19“-ზე ტესტირება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში ჩამსვლელი მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტირება სავალდებულო გახდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, მინისტრის განცხადება ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებლის დაფიქსირებას უკავშირდება.

„ჩვენ ახლა განვიხილავთ, შესაძლოა, თუ არა დავავალდებულოთ მოქალაქეები, ტესტები გაიკეთონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში.

მინისტრის განცხადებით, სასამართლოები ახლა ყველაფერ აკეთებენ, რათა გერმანიამ ისეთი წესები მიიღოს, რომლებიც ადამიანთა უფლებებს არ დაარღვევს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ტესტირებას გერმანიაში ჩასვლიდან დაუყოვნებლივ გაივლიან, ხოლო დაბალი რისკის ქვეყნებიდან მიმავალი მგზავრებისთვის ტესტის ჩატარება სამი დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.