გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ცდების საწყის ეტაპზე, 18 და 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელ ადამიანს მიეცემა წამლის განსხვავებული დოზები, ხოლო მეორე ფაზაზე ფოკუსირება მოხდება უფრო მაღალი რისკის მქონე პირებზე.
გერმანული მედია წერს, რომ პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით – „ბიენთი 162“ (BNT162) გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „ბიოენტექმა“, ფარმაცეფტულ გიგანტ „პფიზერთან“ ერთად შექმნა.
საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, „ბიენთი 162“-ის შემოწმება იგეგმება აშშ-იც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ოთხი კლინიკურ ეტაპზეა.