გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღდეგო ვაქცინა უფასო იქნება
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ვაქცინაციისას დაზღვევის ტიპს მნიშვნელობა არ ექნება და ის ყველასთვის უფასო იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში სულ1 130 238 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის18 034 ადამიანი გარდაიცვალა.