გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 195 674-ს აღწევს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9003-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 181 000-ზე მეტი პაციენტი.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში შემცირებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელიც.