გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 378-ით გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 186 839,-ს აღწევს. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემებით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 8 800 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.