გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 24 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 331 პაციენტი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 3 188 192 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 80 634 ადამიანი.